27 ივლისი 2024,   03:57
ვრცლად
ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის, 27 წლის გიორგი ფირაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დანაშაული, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 21 წლის მეუღლესა და 48 წლის სიდედრს ცეცხლი სანადირო თოფიდან მაშინ გაუხსნა, როცა ისინი ეტლით ბავშვს ასეირნებდნენ.

ორივე ქალი ადგილზევე დაიღუპა. დაკავებულს კი, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები