ლონდონში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია წარსდგა. გამოფენას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.