17 ივნისი 2024,   13:27
ვრცლად
დადგა დრო, მოკავშირეებმა განიხილონ შეზღუდვების გაუქმება, რომელიც დაწესებულია უკრაინისთვის გაგზავნილი დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, დასავლური იარაღის ომში გამოყენების წესები უნდა შემსუბუქდეს. იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ "ეკონომისტთან" ინტერვიუში ისაუბრა და მოკავშირეებს მოუწოდა, შეწყვიტონ იმ იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვა, რომელსაც უკრაინას აწვდიან.

"ვფიქრობ, დრო დადგა, რომ მოკავშირეებმა განიხილონ შეზღუდვების გაუქმება, რომელიც დაწესებულია უკრაინისთვის გაგზავნილ დასავლური იარაღის გამოყენებაზე. ახლა, როდესაც ინტენსიური და უწყვეტი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხარკოვში, არ შეიძლება უკრაინას უარი ვუთხრათ იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებაზე, აბსოლუტურად ლეგიტიმური სამხედრო მიზნებისთვის. ამგვარი შეზღუდვები ძალიან ასუსტებს კიევის თავდაცვას. მჯერა, რომ სწორედ ის დრო დადგა, როცა მოკავშირეებმა უნდა განიხილონ ამ შეზღუდვების გაუქმების საკითხი, რადგან ეს არის ომი რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინამ უნდა დაიცვას თავი და მეტიც, შეძლოს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმაც," - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

 
დღის ამბები