17 ივნისი 2024,   14:31
ვრცლად
ვერტმფრენი, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა

ვერტმფრენი, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა. შემთხვევა აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ვანაძორში მოხდა.

"ყველაფერი კარგადაა, უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა, მოგზაურობას მანქანით გავაგრძელებთ" - წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი ქალაქ ტაშირისკენ მიემართებოდა, სადაც პრემიერი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მცხოვრებ მოსახლეობას უნდა შეხვედროდა.

დღის ამბები