17 ივნისი 2024,   12:49
ვრცლად
წვევამდელების მიერ ფიცის ერთდროულად დადება, სამხედრო თვითმფრინავები, ავიაშოუ, ეროვნული ფერები ცაზე და ჰიმნი - მზადება 26 მაისისთვის

თბილისი, მცხეთა, ბეთანიის მონასტერი, გერგეტის სამება, კაცხის სვეტი, დიდგორის ველი - რეკრუტები ყველგან ერთხმად და ერთდროულად წარმოთქვამენ ფიცის ტექსტს, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ მათ უკვე ოფიციალურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილად აქცევს.

ფიცის დადების ცერემონიას, ტრადიციულად დაესწრება და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე განთავსდება საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა ყველა სტრუქტურული ერთეულიდან. სამხედროები მოედანზე მარშირებით შევლენ და კოლოფებად განთავსდებიან. აქვე წარმოდგენილი იქნება ჯავშანმანქანები, სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.

სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც გმირთა მოედანს გადაუფრენენ, ტრადიციულად ცაზე ზოლებად დატოვებენ თეთრ და წითელ ფერებს, რაც ეროვნული დროშის გამომსახველი იქნება. დროშას საზეიმოდ აღმართავენ მოედანზეც სწორედ იმ დროს, ვიდრე ფიცის დადების ცერემონია დაიწყება. დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების სამხედრო კომპონენტს ჯარისკაცის მრწამსის ტექსტის წარმოთქმა დახურავს.

 

 

დღის ამბები