17 ივნისი 2024,   14:41
ვრცლად
ისრაელი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია განაგრძო - სასამართლო კი, ღაზაში გენოციდის დანაშაულის ბრალდების გამოძიებას იწყებს

ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია განაგრძო. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების გარდა, სასამართლო, ღაზაში გენოციდის დანაშაულის ბრალდების გამოძიებას იწყებს და ისრაელს კონფლიქტის ზონაში კომპეტენტური ორგანოების დაშვებას ავალდებულებს.

თელ-ავივი აცხადებს, რომ ამჟამად, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

დღეს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიას სკოლაზე ისრაელის თავდასხმას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. სკოლას დევნილები აფარებდნენ თავს. სექტორში მდებარე ერთადერთი საავადმყოფო ელექტროენერგიის არქონის გამო, კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.

გაეროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში, შვიდი ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა ოცდათხუთმეტი ათასს გადააჭარბა, დაშავებულია ოთხმოცი ათასი ადამიანი. ომის გამო, საკუთარი საცხოვრებელი დაკარგა მილიონ შვიდასი ათასმა ადამიანმა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები