17 ივნისი 2024,   15:26
ვრცლად
ქვეყნის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა - გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ

ქვეყნის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები, დღეს დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ, საბოლოოდ კი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნის შინაარსი უცვლელია. თუმცა ორგანიზატორებმა დღევანდელი გეგმები რამდენჯერმე შეცვალეს, დაგეგმილი იყო გმირთა მოედანზე მსვლელობა, რაც გადაიდო. საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოსთან ნეონის სანათები აანთეს.

დღის ამბები