17 ივნისი 2024,   19:27
ვრცლად
Qatar Airways-ის ავიარეისზე, ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა

ავიაკომპანია Qatar Airways-ის რეისზე, ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. თვითმფრინავი ფრენას დოჰადან დუბლინის მიმართულებით ასრულებდა.

CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაჯდა, სადაც სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მათ შორის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ინციდენტის შედეგად, დაშავდა 6 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. 12 დაშავებულიდან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები