17 ივნისი 2024,   19:22
ვრცლად
გასტრონომიულ ზონაში მისულმა სტუმრებმა სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, განახლებული რეცეპტით მომზადებული კერძები დააგემოვნეს

გასტრონომიულ ზონაში მისულმა სტუმრებმა სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, განახლებული რეცეპტით მომზადებული კერძები დააგემოვნეს.

ის, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია - ქართული ღვინის დეგუსტაციას და მისი 8 000-წლიანი ისტორიის გაცნობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ყველაფერს, რაც ქართულ ღვინოსთანაა კავშირში, ღონისძიების სტუმრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაეცნნენ.

ღვინის ისტორია ისტორიულ ქალაქშიც გააცოცხლეს. გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი - მცხეთაში, ქართლური ღვინის ჯიშის 10-მდე მარანი იყო წარმოდგენილი.

გასტრონომიული ზონის გარდა, დამოუკიდებლობის დღეზე არაერთი კულტურული, სპორტული და შემეცნებით კუთხე მოეწყო. პარალელურად, იყო ცოცხალი მუსიკაც.

დღის ამბები