17 ივნისი 2024,   20:27
ვრცლად
"ჯიუტად უნდათ ამ კანონის გატანა, ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი" - რომან გოცირიძე

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომ გოცირიძის თქმით, მაშინ, როცა "ქართულმა ოცნებას" ყველამ ზურგი აქცია და ამ ფონზე მაინც ცდილობს კანონის გატანას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ გუნდ ქვეყნის ბედი არ აინტერესებს.

"როცა მთელი მსოფლიო აიმხედრა "ქართულმა ოცნებამ", ვითომ ერთი კანონის გამო, როდესაც ზურგი აქცია ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მაინც ჯიუტად უნდათ ამ კანონის გატანა, ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები