17 ივნისი 2024,   22:15
ვრცლად
საქართველო უნდა იყოს სუვერენული ქვეყანა, უნდა მიიღოს ის კანონი, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ქართველი ხალხის უმრავლესობის დაკვეთაა და ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა მიღოს ის კანონი, რომელიც მას სჭირდება.

"უნდა შესრულდეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, საქართველო უნდა იყოს სუვერენული ქვეყანა, უნდა მიიღოს ის კანონი, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ ქართველი ხალხი, პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე. თუ სხვა ქვეყნებს უნდათ უცხოური ქვეყნების ზეგავლენისგან თავდაცვა, მით უფრო, ეს სჭირდება საქართველოს იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნებს, საფრანგეთს იცავს ნატოს და ევროკავშირის ქოლგა და ჯერჯერობით ეს ქოლგა ჩვენ არ გვიცავს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტოს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ამ წუთებში განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. 

დღის ამბები