17 ივნისი 2024,   21:51
ვრცლად
თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი და ამაზე საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეთ - ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

"თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი - ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს მას შემდეგ, რაც მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნები და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი წარადგინა.

ოხანაშვილმა მსხილაძის გამოსვლის ტექსტი "არაადეკვატურად" შეაფასა.

"გასაგებია თქვენი პოზიცია. მოგიწევთ თქვენს თითოეულ სიტყვაზე პასუხი გასცეთ თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, თავს შეიკავებ სხვა შეფასებისგან. ჩვენი საზოგადოება ნახავს თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია თუ სხვისი. ჩვენი საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი და ამაზე საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეთ. ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები ჩვენმა საზოგადოებამ არ მოისმინოს",- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. 

 

დღის ამბები