17 ივნისი 2024,   21:38
ვრცლად
სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ - ალუდა ღუდუშაური გიორგი მსხილაძეს

"თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

დეპუტატმა ასევე დაამატო, რომ შთაბეჭდილება რჩება, რომ ბევრი პრეზიდენტის წარმომადგენელს კანონის წაკითხვაც გაგიჭირდა.

"სიმართლე გითხრათ აქამდე ვერსად მოვისმინეთ მსჯელობა, ან დისკუსია, რასაც ჰქვია კონკრეტიკა. საერთოდ არის ზოგადი საუბრები. მოგიწოდებთ, რომ კონკრეტიკა იყოს აუცილებლად თქვენი მხრიდან. სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ. თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული. მე მითხარით და უთხარით საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი მუხლი არის, რომლითაც იზღუდება ან რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი პრობლემა შეიძლება შეექმნას, ან შეზღუდვა შეიძლება შეექმნას მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას? იქნებ ჩვენ არ ვიცი და გვითხრათ? მსჯელობა ხომ ეგ არის?" - მიმართა ღუდუშაურმა მსხილაძეს.

პარლამენტში, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. 

დღის ამბები