17 ივნისი 2024,   20:56
ვრცლად
ვლადიმერ ბოჟაძე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმაზე: ეს არის გარედან თავს მოხვეული, საქართველოსთვის "ომის ქარტიის" შეთავაზების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანას და რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას

თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდაპირველი სისხლიანი რევოლუციის სცენარი დროზე ადრე იქნა გაშიფრული, ამიტომ, გეგმა შეიცვალა.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი გეგმა გარედან არის თავს მოხვეული და საქართველოსთვის ომის ქარტიის შეთავაზებას გულისხმობს, რომლის მიზანია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანა, შემდეგ კი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა.

"გეგმა იყო სისხლიანი რევოლუციის სცენარი, რითაც უნდა მოსულიყო "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, თუმცა, ეს გეგმა დროზე ადრე იქნა გაშიფრული და ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ამ გეგმის აღსრულებას ვერ დაუშვებდა. ამიტომ შეიქმნა ახალი გეგმა და ეს არის გარედან თავს მოხვეული საქართველოსთვის "ომის ქარტიის" შეთავაზების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანას და მერე, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები