17 ივნისი 2024,   23:47
ვრცლად
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.

მედიის ცნობით, საარჩევნო უბნების, თითქმის, 90% ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ნაუსედამ ხმების, დაახლოებით, სამი მეოთხედი დააგროვა. მეორე ადგილზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტეა.

გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

"ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰგავს მყიფე ჭურჭელს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ გავტეხოთ", – განაცხადა ნაუსედამ.

დღის ამბები