ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურგენიანში, ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი, პირველად იგება.
უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ახლად დაგებული გზა დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.