ერევანში 137 ადამიანი დააკავეს - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ, ანტისამთავრობო დემონსტრაციის ფარგლებში, გზები გადაკეტეს.
ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში, თვეზე მეტია, აქციები ყოველკვირეულად იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.
მოლაპარაკების მიხედვით, ოთხი სომხური სოფელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.