სენაკში, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზებული ბორანი ახლით შეიცვალა.
ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო გარე განათების თანამედროვე სისტემა, საპიკნიკე და საკემპინგო ლოკაციები.
პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილზე გაეცნო.