29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
“ჰამასი“ სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანის გარეშე არ დათანხმდება

“ჰამასი“ სამშვიდობო შეთანხმებას, ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანის გარეშე არ დათანხმდება, - ამ განცხადებით გამოეხმაურა დაჯგუფების ლიდერი, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასარეგულირებლად, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ სამეტაპიან გეგმას.

უსამა ჰამდანი ბაიდენის ინიციატივას დადებითად აფასებს.

“აშკარაა, რომ ისრაელი არ აპირებს არც ცეცხლის მუდმივად შეწყვეტას და არც ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების სრულად გაყვანას, ეს კი არ შეესაბამება იმ პოზიციას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ წარადგინა და რომელიც სწორედ ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელის მიერ ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. ჩვენ მის ინიციატივას დადებითად ვაფასებთ,“ - განაცხადა დაჯგუფება “ჰამასის“ წარმომადგენელმა უსამა ჰამდანიმ.

დღის ამბები