27 ივნისი 2024,   21:42
ვრცლად
ევროპა აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინის გავლით რუსული გაზით მომარაგების შესანარჩუნებლად - Bloomberg

ომის მიუხედავად, რუსული გაზი, უკრაინის გავლით, კვლავ გაედინება ევროპაში. ევროპის ნაწილი გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმების დასრულების გამო წუხს. როგორც Bloomberg-ი წერს, ევროპა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთიდან, უკრაინაზე გამავალი გაზსადენით, გაზმომარაგების შესანარჩუნებლად.

გამოცემის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები, მოსკოვთან მოლაპარაკებების გზით, ცდილობენ, თავიდან აიცილონ კონტინენტის ენერგომომარაგებაზე მოსალოდნელი ზიანი.

"ევროპა ცდილობდა, რუსული გაზი აღარ მიეღო, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო აგრძელებს მის მიღებას უკრაინაზე გამავალი მილსადენით", - წერს Bloomberg-ი.

ხელშეკრულებას, რომელიც ამ სატრანზიტო მოწყობას არეგულირებს, ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.

 

დღის ამბები