29 ივნისი 2024,   19:48
ვრცლად
ვულოცავთ საქართველოს სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იმ გამორჩეულ შენაძენს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრება გახდა – მუზეუმელთა ალიანსი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში დაბრუნებაზე

საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში დაბრუნებას ულოცავს

"ეს არის დიდი ეროვნული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, იოანე-ზოსიმეს შედევრის შეძენითა და საქართველოსათვის გადაცემით, ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ხელნაწერი მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტია, ის შედგენილია არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5-მე-7 საუკუნეებით, ხოლო იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 979 წლით თარიღდება. საქართველოს მუზეუმთა ალიანსი მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც ეს წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ხელნაწერი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდში)“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები