13 აგვისტო 2026,   22:29
ვრცლად
"ერთ სიმღერას ვმღერით" - ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია შედგა

"ერთ სიმღერას ვმღერით" - ამ სახელწოდების აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში შედგა.

ალბომში შესულია 10 სიმღერა. პროექტის ფარგლებში, დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტების შერჩევა-გადამუშავება მოხდა.

აქვეა ერთი ავთენტური აფხაზური ხალხური სიმღერა, ანსამბლ "შავნაბადას" შესრულებით.

დღის ამბები