22 ივნისი 2024,   14:39
ვრცლად
ომი უკრაინაში - ღამით, 2 საათის განმავლობაში, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, თითქმის ორი საათის განმავლობაში, ღამით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. აფეთქებები მოხდა კიევში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ყველა რუსული დრონი და რაკეტა. იერიში იყო ოკუპირებულ ყირიმზეც. ისმოდა აფეთქებების ხმა.

დღის ამბები