29 ივნისი 2024,   19:24
ვრცლად
"წყალმა გაგვიფუჭა ეზო, გაიტაცა ავტომობილი, გაანადგურა ყველაფერი, რაც კი ეზოში გვქონდა" - ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის რაიონში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ, ხარაგაულის რაიონის სოფელ გედსამანიაში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ, ხიდები და გზები დააზიანა. ვეღარ მოძრაობს ტრანსპორტი. გზა დაფარულია ლოდებით.

მოვარდნილმა წყალმა ქუჩიდან ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში ჩაყარა. დატბორილია ეზოები, ბაღები და ნათესები.

"წყალმა გაგვიფუჭა ეზო, გაიტაცა ავტომობილი, გაანადგურა ყველაფერი, რაც კი ეზოში გვქონდა. ძალიან ძლიერი წვიმა იყო და მდინარეც მალევე მოვარდა", - განაცხადა ადგილობრივმა.

დღის ამბები