29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი ქართული მარკა დღეიდან მიმოქცევაშია

დღეიდან მიმოქცევაში იქნება ქართული მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. დღეს, "საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

მარკა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით ფოსტის 80 სერვისცენტრში, საფოსტო გზავნილების განხორციელება კი დღეიდან უკვე ამ მარკით არის შესაძლებელი. ტირაჟია 40 000.

პრეზენტაციას ვეტერანი ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრეს და გუნდს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.

დღის ამბები