საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი - 2024“ დღეს გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლ. მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე“.
საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს, ასევე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.
იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარადგენენ: კომედიურ, ტრაგედიულ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და სხვა ხასიათის სპექტაკლებს.
“თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში, 12 ივნისიდან 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას ექნება საშუალება უსასყიდლოდ დაესწროს წარმოდგენებს და ეზიაროს თეატრალურ ხელოვნებას.