28 სექტემბერი 2024,   08:49
ვრცლად
2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი-გიორგი ამილახვარი

პარლამენტი განათლების მინისტრს უსმენს. გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. მან უკვე წარადგინა ანგარიში, ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით.

“ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, 2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, - განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რაც გულისხმობს სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭებას.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, 20 საჯარო სკოლაში იწყება პროფესიული პროგრამების განხორციელება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სკოლაშივე დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

დღის ამბები