20 ივნისი 2024,   15:32
ვრცლად
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი პრემიერისთვის ემზადება - "კონცერტი ორგანისა და სიმფონიური ორკესტრისთვის" - ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიციას ქართველი მსმენელი დიდ სცენაზე პირველად მოისმენს

ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიცია კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მთავარ დარბაზში ჟღერს - ამჯერად, ორკესტრს მთელი დარბაზი აქვს ათვისებული - ორგანისთვის განკუთვნილი სპეციალური ლოჟიდან "კონცერტი სიმებიანი ორკესტრისა და ფორტეპიანოსათვის" პირველად სრულდება.

35 წლის წინ შექმნილ ნაწარმოებს მუსიკის მოყვარულები რამდენიმე დღეში მოისმენენ. ახლა კახიძის ცენტრში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ლეგენდარული კომპოზიტორის ნამუშევრის გარდა, ქართველი მსმენელი ფრანსის პულენკის კონცერტსაც მოისმენს. მთავარ დარბაზში მაესტრო დავით მუქერია სიმფონიურ ორკესტრს ბოლო მითითებებს აძლევს.

კონცერტები ორგანისა და სიმფონიური ორკესტრისთვის მსმენელისთვის 15 ივნისს შესრულდება. ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი სეზონის დახურვისთვის ემზადება.

დღის ამბები