25 ივნისი 2024,   09:27
ვრცლად
“ვიბრძვით ჩვენი არსებობისა და ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად, ვიბრძვით ყველა ჩვენი მძევლის დასაბრუნებლად“ - ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

ისრაელის ძალების მიერ, ღაზაში 3 სახლი დაიბომბა, იერიშის შედეგად, 28 პალესტინელი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ღაზის სამხრეთში აფეთქების შედეგად, რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალ ალ-სულთანის რაიონში ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაციის დროს “ჰამასის“ 50 მებრძოლი მოკლეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისინი იბრძვიან მათი არსებობისა და მომავლის უზრუნველსაყოფად, ისინი იბრძვიან ყველა მათი მძევლის დასაბრუნებლად.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავიხადეთ ფასი ჩვენს სამართლიან ომში, ჩვენი სამშობლოს დასაცავად. თავს ვიხრი ისრაელის ყველა მოქალაქესთან ერთად და გლოვობ ჩვენი გმირი მეომრების დაცემას. როცა ფასი ასე მაღალია, ჩვენ გავიხსენებთ რისთვის ვიბრძვით: ვიბრძვით ჩვენი არსებობისა და ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად, ვიბრძვით ყველა ჩვენი მძევლის დასაბრუნებლად. ჩვენ უნდა დავიცვათ ომის მიზნები: "ჰამასის" სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზას სექტორი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები