26 ივნისი 2024,   14:38
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ - დასწრება უფასოა - კახა კალაძე

ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, დასწრება უფასოა.

“ისტორიაში პირველად მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ხვალ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან პირველი შეხვედრა აქვს. მე მინდა ჩვენს ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივარს წარმატება ვუსურვო.

ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება და საქართველოდან უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, დიდ ეკრანებზე.

ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშოები, რომ ხვალისთვის 20:00 საათზე, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ, რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა. გპირდებით სასიამოვნო გარემო იქნება, ყველას გეპატიჟებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები