26 ივნისი 2024,   18:02
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის არენაზე გასავლელად ემზადება - საქართველო-თურქეთი ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის არენაზე გასავლელად ემზადება. დორტმუნდი და თბილისი - ხვალ ქართველი გულშემატკივრით ორი სტადიონი გადაივსება, თუმცა მთავარი ბორუსიაა, ვესტ ფალიენ სტადიონი, რომელიც 80 000 გულშემატკივარს იტევს და სადაც ხვალ 10 000 ქართველი იქნება.

"F" ჯგუფის პირველი თამაში: საქართველო-თურქეთი ხვალ თბილისის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება.

"ტალანტების გუნდი" - ასეც უწოდებს საერთაშორისო მედია დებიუტანტებს, რომელსაც წინ ახალი ურთულესი და ამბიციური მიზანი აქვთ - მერვედფინალში გასვლა.

საქართველოში ყველს სჯერა, რომ ეს ოცნება ახდება. ის, რომ დებიუტანტები ფავორიტები არ არიან, საქართველოს ნაკრებისთვის პლუსია. ვილი სანიოლის უკვე სახელოვან გუნდს ყოველგვარი წნეხის გარეშე შეუძლია იასპარეზოს.

"ჯვაროსნებისა" და თურქების დაპირისპირებას ხვალ ჩემპიონატის ერთადერთი არაევროპელი არბიტრი, არგენტინელი ფაკუნდო ტელო განსჯის.

დორტმუნდის არენა, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჰიმნი აჟღერდება, გერმანიის ყველაზე დიდი სტადიონია და უეფას კლასიფიკაციით ხუთი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.

"საქართველომ EURO 2024-ზე გასვლით ისტორია შექმნა. ეს მწვრთნელი შესაძლოა მისი საიდუმლო იარაღი იყოს" - ამ სათაურით სტატია CNN-მა გამოაქვეყნა.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

დღის ამბები