24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
"პატარა სუხიშვილების" მორიგი სოლო კონცერტი რუსთაველის თეატრში

"პატარა სუხიშვილების" მორიგი სოლო კონცერტი რუსთაველის თეატრში - ანსამბლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტების სერია "პატარა სუხიშვილებმა" უკვე ტრადიციად აქციეს.

ბავშვები მაყურებლის წინაშე დასის ძველი და ახალი პროგრამით წარდგნენ. "პატარა სუხიშვილები" სუხიშვილების ცეკვის აკადემიის ბაზაზეა შექმნილი და, წლებია, მაყურებლებს სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და კონცერტს სთავაზობს.

ამ ეტაპზე, ქართულ ცეკვას სუხიშვილების აკადემიის 6 ფილიალში ათასობით ბავშვი სწავლობს. მომავალი სასწავლო წლიდან კი აკადემია ახალ, საბურთალოს ფილიალშიც შეძლებს მოსწავლეების მიღებას.

დღის ამბები