ქუთაისელი გულშემატკივრები ისტორიულ მატჩს დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს
18-06-2024 21:25
ქუთაისელი გულშემატკივრები საქართველო-თურქეთის ისტორიულ მატჩს დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს. გულშემატკივრებმა თამაშის დაწყებამდე სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ფეხბურთელების გასამხნევებლად ქუთაისში მკლავჭიდის ჩემპიონატიც კი ჩატარდა.