28 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი

პირველი ისტორიული ქულა მოპოვებულია - საქართველო და ჩეხეთი ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ, ნამდვილი საფეხბურთო წარმოდგენა კი ფრედ - 1:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე, ქვეყნის სახელით, გოლი ისევ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. 11-მეტრიანი ზუსტი დარტყმა, პირველი ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე. გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდი ისტორიულ თამაშში გიორგი მამარდაშვილმა დაამყარა - 11 სეივი ქართველი მეკარის სახელზე და დაუღალავი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის გადასარჩენად. მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრებისთვის ახლა პლეი ოფში გასვლაა. ეროვნული ნაკრები მორიგი რაუნდისთვის ემზადება. წინ პორტუგალიასთან დაპირისპირებაა. ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრა 26 ივნისს, გელზერკირხენში გაიმართება, საქართველოს ნაკრები კი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად ელოდება. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზეც ითქვა, რომ ბრძოლა გამარჯვებისთვის ბოლო წამამდე გაგრძელდება.

დღის ამბები