24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დასასრულს უახლოვდება

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სკულპტორები ქანდაკებებს ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან. 

სიმპოზიუმის ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რუსთავის მერიამ წელს აღადგინა. სიმპოზიუმში 8 ქართველი და 5 უცხოელი მოქანდაკე მონაწილეობს და ის 29 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.
დღის ამბები