28 ივნისი 2024,   18:28
ვრცლად
25 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, პაპაშვილის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, გვირილების, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის, ნოდარ ბოხუას და გივი ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, პაპაშვილის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, გვირილების, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზაზიშვილის, ჩიტაიას, ნორიოს, როსტოვის, ჩუბინაშვილის, კიკვიძის, თეთნულდის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის, დონდუას, ფიროსმანის, გოგოლის, გოგი დოლიძის, კაპანაძის, ფოცხვერაშვილის, გროზნოს, რეხის, მამრაძის, პალიასტომის, ციხისძირის, კლდიაშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ქინქლაძის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები