29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
საკადრო ცვლილებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში - ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე, იური სოდოლი ანდრეი გნატოვით შეცვალა

დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმებს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 49 ადამიანი დაიჭრა. ოლქში პოკროვსკის მიმართულებით, რუსეთმა დასახლებული პუნქტები დაბომბა. იერიშები იყო ხერსონის მიმართულებითაც. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 135 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული გაერთიანებული ძალების მეთაური, იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სოდოლის ნაცვლად, თანამდებობას გენერალი ანდრეი გნატოვი დაიკავებს.

"ახლა ჩვენი ყურადღება დონეცკის რეგიონისკენაა მიმართული. აუცილებელია თავდაცვის ძალების საჭიროებები უზრუნველვყოთ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებები განვიხილეთ. მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის შეცვლის შესახებ. გენერალ-ლეიტენანრი იური სოდალის პოსტს ბრიგადის გენერალი ანდრეი გნატოვი დაიკავებს. მოვისმინე ანგარიში პოკროვსკის მიმართულებით რუსების სარაკეტო თავდასხმის შესახებ. ათეულობით ადამიანია დაშავებული, მათ შორის სამი ბავშვია. ამ თავდასხმას აუცილებლად გავცემთ პასუხს და ეს პასუხი სამართლიანი იქნება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები