16 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ვინ აფინანსებს "ტაბულას" პროექტს - "ქართული ოცნება", კანონის გვერდის ავლით, ოპოზიციური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების სქემაზე კიდევ ერთხელ საუბრობს

"ქართული ოცნება", კანონის გვერდის ავლით, ოპოზიციური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების სქემაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ძალები მათ დაფუძნებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანხების მოძიებისთვის იყენებენ. ამჯერად, მაგალითად მოჰყავთ "ტაბულას" პროექტი სახელწოდებით - "დასავლეთი - მეგობარი თუ მტერი". პროექტს, რომელსაც ფინეთის საელჩო აფინანსებს, მიზნად მითითებული აქვს ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიების გამოაშკარავება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას შეფასებით, უცხოური სახელმწიფოების მხრიდან არ უნდა ხდებოდეს უხეში ჩარევა საქართველოს ინტერესებში.

"ნებისმიერი არამიზნობრივი გაწეული ხარჯი, რომელსაც წევენ დონორები, გაუგებარია ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ "ტაბულას" დაფინანსება, ეს პირდაპირ ნიშნავს ოპოზიციური პარტიის დაფინანსებას. როდესაც პრაქტიკულად ისეთი ხელსაწყოებით აღჭურვავ მარგინალ ოპოზიციას, რომელსაც უკვე საფუძველი ექმნება რევოლუციური სცენარი განავითაროს, ეს არ მესმის, რა მეგობრობაა იმ ქვეყნის, სადაც შენ ხარ წარმომადგენელი. დადიან და დონორი ორგანიზაციის ხარჯზე მავნებლობენ. ნორმალურია ეს?! - რა მნიშვნელობა აქვს ფინეთი იქნება თუ სხვა ევროპული, აღმოსავლური თუ დასავლური სახელმწიფო. ვინც საქართველოს ინტერესებში არ მოქმედებს, მის მიმართ ყოველთვის დაისმება შეკითხვა. არ უნდა მოხდეს უხეში ჩარევა, არც "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და არც არცერთი ოპოზიციური, რადიკალური დაჯგუფების მხარდასაჭერად," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები