29 სექტემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ფოთი საერთაშორისო პლენერს მასპინძლობს
ფოთი საერთაშორისო პლენერს მასპინძლობს. "პალიტრა ფოთი 2024-ში" ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში, ათი დღის განმავლობაში, სხვადასხვა თემატიკის ფერწერული არაერთი ტილო შეიქმნება. 
 
პროექტის მიზანი, ფოთში სახვითი ხელოვნების განვითარება და ადგილობრივი მხატვრების წარმოჩენაა. პლენერი ქალაქ ფოთის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. ღონისძიების გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 
დღის ამბები