16 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე დაზარალებულად ცნო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი დაზარალებულად ცნო - საქმე ეხება 16 აპრილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძის დაკავებას, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო.

პოლიტიკოსი დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებაში გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

"დამიბარეს საგამოძიებო უწყებაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მცნეს დაზარალებულად 333-ე მუხლის გათვალისწინებით და მომაწოდეს ის მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს. უნდა ითქვას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სასარგებლოდ, რომ მათ აქვთ მაქსიმალურად ნამუშევარი ამ ეტაპისთვის რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მოპოვებულია ყველა ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან, გვაჩვენეს უკვე,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები