16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას - თინათინ ბოკუჩავა 

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კოალიცია მათთვის ავტომატურად ერთიან სიას ნიშნავს. "ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო სიაში ყოფნა კი არ სურს არც იმ პარტიების ნაწილს, ვინც დეკლარაციას სააკაშვილის გუნდთან ერთად უკვე მოაწერა ხელი.

"ერთიანობა არის ის დაკვეთა, რომელიც არსებობს დღეს ქართულ საზოგადოებაში. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას იმისათვის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ეს ერთობა შედგეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას - საქართველო ან გადარჩება, ან გაქრება," - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები