30 ივნისი 2024,   01:48
ვრცლად
ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება, მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის - გიორგი ქოჩორაშვილი

სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა შემდეგ მატჩზეც, რომელიც ესპანეთთან გაიმართება.

"ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისე როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის", - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
 
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.
დღის ამბები