30 ივნისი 2024,   07:32
ვრცლად
საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ - მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს, - აცხადებს ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე.

"საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან, ამიტომ ნახევარდაცვაში კომბინირებისას უდიდესი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო“, - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

დღის ამბები