02 ივლისი 2024,   19:26
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ოპერაციებს, ბოლო 24 საათში, ღაზის სექტორში 47 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში 47 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის ძალებმა ღაზის აღმოსავლეთით შუჯაიას რაიონი დაბომბეს. ოფიციალური ისრაელის განმარტებით, იერიში ხან-იუნისში მდებარე სკოლაში, ტერიტორიის "ჰამასის" მიერ სამეთაურო პუნქტად გამოყენების გამო მოხდა.

ისრაელის ძალებმა, ასევე განახორციელეს ოპერაციები დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში, რა დროსაც დაიღუპა 1 და დაიჭრა 16 სამხედრო.

სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ისრაელში ულტრა- ორთოდოქსი სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.

დემონსტრაციებზე დააკავეს 32 პირი, რომლებიც თელ-ავივის მახლობლად გზებს ბლოკავდნენ. აქციის მონაწილეები ისრაელის უზენაესი სასამართლოს დადგენილებას აპროტესტებენ, რომელიც ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევას ავალდებულებს.

დღის ამბები