01 ივლისი 2024,   15:49
ვრცლად
ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ მიემგზავრებიან - ბილეთების ფასი მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული

ქართველი გულშემატკივრების ნაწილი უკვე გერმანიაშია, ნაწილი კი გასამგზავრებლად ემზადება. დაინიშნა ოთხი ჩარტერული ავიარეისი, თუმცა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კიდევ სამი რეისის დამატება გახდა საჭირო.

ყველა რეისზე ბილეთების ფასი მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. ფრენები დღეს და ხვალ შესრულდება, ავიაკომპანიებთან კი მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

დღის ამბები