04 ივლისი 2024,   11:09
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ევრო 2024-ის ქართველი გმირების დასახვედრად ემზადებიან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ევრო 2024-ის ქართველი გმირების დასახვედრად ემზადებიან.

ქომაგები დილიდან დროშებით, ნაკრების მაისურებით, საზეიმო განწყობით იკრიბებიან - იმედით, რომ საყვარელ ფეხბურთელებს შეხვდებიან, თუმცა შეხვედრა აეროპორტში გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის წინასწარ არ დაგეგმილა. ადგილი, სადაც მეთორმეტე მონაწილე, ანუ გულშემატკივარი მთავარ მონაწილეებს ნამდვილად შეხვდება, ეს თავისუფლების მოედანია.

დღეს საერთო სახალხო მადლობის დღეა - აეროპორტში, ქალაქის მთავარ მოედანზე, სოციალურ ქსელში და პირდაპირ ეთერში ყველანი მადლობას ვუხდით ჯვაროსნებს, კონტინენტის პირველობისთვის, ღირსეული ბრძოლისთვის და სპორტულ რუკაზე საქართველოს საამაყოდ წარმოჩენისთვის.

დღის ამბები