04 ივლისი 2024,   11:00
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ბოლო 24 საათში ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ანკლავის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ბოლო 24 საათში ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მყოფი პალესტინელების ევაკუაციის დაუყონებლივი ბრძანება გასცა. მოსახლეობას მოუწოდეს, სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ.

ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. "ისლამურმა ჯიჰადმა" განაცხადა, რომ იერიში ისრაელის დანაშაულების საპასუხოდ განახორციელდა.

დღის ამბები