04 ივლისი 2024,   10:15
ვრცლად
"საშიში პრეცენდენტი" - ასე აფასებს ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილი საპრეზიდენტო იმუნიტეტის მინიჭების გადაწყვეტილებას

დონალდ ტრამპის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო იმუნიტეტის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა. ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილებას "საშიში პრეცენდენტი" უწოდა, რომელიც ამერიკელ ხალხს არ ემსახურება.

პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა შტატების კაპიტოლიუმში ბრბო გაგზავნა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაჩერებლად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი დიდი ალბათობის ნიშნავს, რომ ტრამპი 5 ნოემბრის არჩევნებამდე სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. თუმცა, იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.

დღის ამბები