02 ივლისი 2024,   10:10
ვრცლად
ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ქომაგების მოთხოვნიდან გამომდინარე, გერმანიის მიმართულებით კიდევ სამი ჩარტერული რეისი დაემატა

გულშემატკივრების საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ემზადებიან. ქომაგები კიოლნის მიმართულებით რამდენიმე ეტაპად გაემგზავრნენ. გერმანიის მიმართულებით, მესამე ჩარტერული რეისი დღეს გამთენიისას შესრულდა.

თავდაპირველად, ავიარეისი დაინიშნა, თუმცა, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კიდევ სამის დამატება გახდა საჭირო.

ბილეთების ფასი მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. ფრენები დღეს და ხვალ შესრულდება, ავიაკომპანიებთან კი მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

დღის ამბები