02 ივლისი 2024,   10:23
ვრცლად
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია "ეროვნული გაერთიანება" ლიდერობს.

ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილებისა და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში "ეროვნულმა გაერთიანებამ" მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

დღის ამბები